გაკვეთილის გეგმა
ქართული ენა და ლიტერტურა, მე- 7 კლასი
მასწავლებელი: ია შავიშვილი
24.05.2016-2017 სასწავლო წელი
თემა
|
ვაჟა ფშაველა „ კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა“
| |
დრო
|
60 წუთი
| |
მიზანი
|
მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრებისა და ტექსტთან მუშაობის უნარ-ჩვევების განმტკიცება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება
| |
შედეგი
|
მოასწავლეები გაიაზრებენ ნაწარმოებს, დაახასიათებენ მთავარ პერსონაჟს, გამოკვეთენ მთავარ სათქმელს, ჩამოაყალიბებენ მწერლის შეხედულებას ადამიანზე, გააკეთებენ პარალელს თემატურად მზგავს ნაწარმოებებთან, გამოიტანენ დასკვნებს ნაწარმოების მთავარი თემის და მნისვნელოვანი ღირებულელბების შესახებ, ჩამოაყალიბებენ ნაწარმოების მთავარ იდეას.
| |
ესგ
|
• იმ უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების დაუფლება, რომლებიც მიღებულია მოცემულ კულტურულ გარემოში კამათის, დისკუსიის, დებატებისა და საკუთარი აზრის გამოთქმისას;
• ტექსტის წასაკითხად, დასამუშავებლად და გასაანალიზებლად აუცილებელი კითხვის სტრატეგიების დაუფლება;
• მხატვრულ ტექსტში გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მათი ეფექტურობის შეფასება;
• ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული მოვლენებისა და პრობლემების დაკავშირება სუბიექტურ გამოცდილებასთან;
• სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებში გამოკვეთილი პრობლემატიკის ერთმანეთთან დაკავშირება, შედარება და შეპირისპირება;
• ნაწარმოებში არსებული პრობლემური საკითხების მრავალმხრივი და არასტერეოტიპული ინტერპრეტაცია;
• სოციოკულტურული კონტექსტის გავლენის აღქმა-გააზრება ლიტერატურულ ნაწარმოებებში;
• ლიტერატურის მნიშვნელობის გააზრება ადამიანის შემეცნებითი, შემოქმედებითი და ეთიკური განვითარებისათვის;
| |
მეთოდი
|
ვარაუდების რუკა, სალექსიკონო მუშაობა, „ურთიერთსწავლება“, პერსონაჟის რუკა, „დაამყარე კავშირი“, „შევადაროთ მოთხრებები-სქემების შვსება“.
| |
რესურსი
|
ვახტანგ როდონაია ქართული ენა და ლიტერატურა მე-7 კლასის სახელმძღვანელო, გრაფიკული ორგანიზატორები და ვიზუალური სქემები, ფერადი საწები ქახალდები, თვალსაჩინოებები, მარკერები და დიდი ზომის ქაღალდები, რვეული, კალამი, მაგნიტური დაფა, ცარცი.
| |
მსვლელობა
|
ფაზა: „წაკითხვამდე“
1) აქტივობა- თემატური სიმღერის მოსმენა ( გუჯა ბურდული,, მთას ვიყავ’’) და დისკუსია. (მოისმინეთ სიმღერა და მითხარით რაზეა სიმღერა?, რა განწყობა შეგიქმნათ ამ სიმღერამ და რა გაგახსენათ?დაახასიათეთ გრძნობა/გრძნობები, რაც სიმღერამ შეგიქმნათ, რა კითხვები გაგიჩინათ სიმღერამ?)
2) აქტივობა- დღის ფრაზის გაცნობა: „ უსულო საგნებს სული ჩავბერე, ავასაუბრე ლოდები კლდისა“, (ვის ეკუთვნის ეს სიტყვები?)
3) „გონებრივი იერიში“ - რა ვიცით ვაჟას შესახებ?
4) აქტივობა - ნაწარმოების სათაურის გაცნობა (როგორ ფიქრობთ რის შესახებ იქნება საუბარი ამ ტექსტში?)
5) აქტივობა- ვარაუდების სქემის შევსება
ფაზა: „წაკითხვის დროს“
6) სამოდელო კითხვა- მასწავლებელი კითხულობს ტექსტის პირველ მონაკვეთს , შემდეგ სვამს კითხვას: გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდი? ვინ არის მოთხრობის მთავარი გმირი? რა პრობლემის წინაშე დგას მთავარი გმირი?
7) ,,ურთიერთსწავლების’’ მეთოდის ინსტრუქციის გაცნობა პოსტერის საშუალებით, სამ მონაკვეთად გაყოფილი ტექსტის და სამუშაო ბარათების დარიგება.
8) ჯგუფები ტექსტის თითოეულ ნაწილზე ცალკ-ცალკე მუშაობენ დროის სხვადასხვა მონაკვეთში და შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას მონაცვლეობით.
ფაზა: „წაკითხვის შემდეგ“
ჯგუფური მუშაობა
9) ა პერსონაჟის რუკის შევსება. I ჯგუფი
ბ „დაამყარე კავშირი"- სქემის შევსება. II ჯგუფი
გ „შეადარეთ მოთხრობები“-სქემის შევსება III ჯგუფი
10) ნამუშევრების პრეზენტაცია
11) დისკუსია. კითხვები ტექსტის გააზრებისათვის: ა) რამდენად ეთანხმებით კლდის აზრს, რომ დამიანები ენით „გამარჯვებას“ ამბობენ, საქმით კი ერთურთს დაღუპვას ფიქრობენ ან ამავე შინაარსის საყვედურს „ უზრდელთ ვინ მოგცათ ზრდილობა?“
ბ) დაუკვირდით კლდის ტანჯვისა და პირქუშობის მიზეზს და გაანალიზეთ.
გ) რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ რომ სწავლება, ქადაგებამ კაცი ანგელოზად გარდაქმნას?
დ) გაიხსენეთ ვინ ქადაგებდა სიყვარულის აუცილებლობას. ვაჟას კლდე ვის სწავლებას იმოწმებს? გაავლეთ პარაელელი ქართველი მწერლების თქვენთვის ნაცნობ ნაწარმოებებთან, სადაც კაცობის საზომად, ადამიანის ამაღლების საფუძვლად სიყავრული ითვლება.
ე) როგორ გესმით ნაწარმოების ფინალი?
ვ) რისი სიმბოლოა „შავი კუპრივით ნისლი?“
ზ)თქვენი ქზრით, კლდე ოდესმე კიდევ ამეტყველდება? რას მიიჩნევდით მისი ალაპარაკებისა და დადუმების მიზეზებად?
|
3 წთ.
1 წთ.
3 წთ.
1 წთ.
2 წთ.
5 წთ.
2წთ.
21წთ.
7წთ.
5 წთ.
8 წთ.
|
საშინაო დავალება
|
ჩამოაყალიბეთ ნაწარმოების მთავარი იდეა
|
1 წთ.
|
შეფასება
|
ზეპირი განმავითარებელი, განმსაზღვრელი შეფასებები.
|
1 წთ.
|
No comments:
Post a Comment