,,წუთისოფელი და ადამიანი’’-დავით გურამიშვილის „დ. გურამიშვილისაგან საწუთრო სოფლის სანდურავისა და „ ამ წიგნის გამლექსავის გვარისა და სახელის გამოცხადება“ მიხედვით


გაკვეთილის გეგმა

ქართული ენა და ლიტერატურა,   მე-10 კლასი,  

 14. 06.- 2017 წწ

ასწავლებელი: ია შავიშვილი
თემა
,,წუთისოფელი და ადამიანი’’-დავით გურამიშვილის
„დ. გურამიშვილისაგან საწუთრო სოფლის სანდურავისა და „ ამ წიგნის გამლექსავის გვარისა და სახელის გამოცხადება“ მიხედვით


დრო
60 წთ.

კლასში მოსწავლეთა რაოდენობა
8

მიზანი
დავით გურამიშვილის პიროვნული ტრაგედიის წარმოჩენა ეპოქასთან მიმართებაში. მოსწავლეების მიერ წუთისოფლისა და ადამიანის ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა და პრობლემების გამოკვეთა,დაპირისპირების გამომწვევი მიზეზების გამოკვეთა და პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა.

შედეგი
მოსწავლეები გაიაზრებენ ადამიანის პრობლემებს წუთისოფელთან მიმართებაში. დასახავენ გზებს , თუ როგორ გადაირჩინოს თავი პიროვნებამ ამქვეყნიურ ცხოვრებაში.პარალელებს გაავლებენ თანამედროვეობასთან , საკუთარ გამოცდილებასთან.
 მოსწავლეები დახვეწენ კვლევა- ძიების. დაკვირვების, დაკავშირების, აქტიური მოსმენის, წაკითხულის გააზრების,მსჯელობის, პრობლემების სქემატურად წარმოდგენის.
დისკუსიაში მონაწილეობის, მიღებული შთაბეჭდილების წერილობით გადმოცემისა და პრეზენტაციის  უნარებს.


ე.ს.გ-თან შსაბამისობა
ქართ. X.I მოსწავლე შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიეში. 
ქართ. X.7.  მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.
ქართ. X. 9. მოსწავლე შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
ქართ. X. 15. მოსწავლეს შუძლია დაწეროს გამოხნმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ  ნაწარმოებზე.

წინარე ცოდნა
იციან დ. გურამიშვილის ბიოგრაფია, XVII ს. სოციალურ პოლიტიკურ ფონზე.

მეთოდი
„მოთხრობის რუკა“, „სიტყვის/ცნების რუკა“, ,,პერსონაჟის რუკა“, „სიუჟეტისა და კონფლიქტის ანალიზი“- სქემების შევსება, კომენტირებული  კითხვა, დისკუსია.

რესურსი
 სახელმძღვანელო  ქართული ენა და ლიტერატურა მე-10კლ.(მ. გიგინეიშვილი, ვ. როდონაია),კომპიუტერი, პროექტორი, თემატური სურათი, გრაფიკული ორგანიზატორები და ვიზუალური სქემები, თვალსაჩინოებები, მარკერები და დიდი ზომის ქაღალდები, რვეული, კალამი, მაგნიტური დაფა, ცარცი.

მსვლელობა
A-ფაზა
1)      აქტივობა- გაკვეთილის მიზნისა და შეფასების რუბრიკების  გაცნობა.
2)      დღის ფრაზის გაცნობა:  ,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო. ვინ არის , სიდამ მოსულა , სად არის , წავა სადაო“.
3)      სიმღერის მოსმენა „ბინდისფერია სოფელი“ ა)რა განწყობა შეგიქმნათ სიმღერამ? ბ)რაზეა სიმღერა?
4)       „წუთისოფელი“-ცნების რუკის  შევსება
5)      მოსწავლეთა ჯგუფების მიერ წინდაწინ მომზადებული პრეზენტაციების ჩვენება: ა) „ XVIII ს-ის საქართველო“, ბ) დ. გურამიშვილის პიროვნული ტრაგედია და „ქართლის ჭირი“.
B- ფაზა                      
6)      ასახსნელი ტექსტის კომენტირებული კითხვა
7)      ჯგუფური მუშაობა:. „სიუჟეტისა და კონფლიტის ანალიზი“, „ მოთხრობის რუკის“- სქემების შევსება.
8)      ნამუშევრების პრეზენტაცია.
c-ფაზა

9)      დისკუსია: „წუთისოფელი და ადამინი“ ა) როგორ ფიქრობთ წუთისოფელმა ავნო დ. გურამიშვილს? ბედნიერია თუ უბედურია? ბ) ხომ არ ჩამოთვლიდით ადამიანებს, რომლებმაც გურამიშვილის მსგავსად იცხოვრეს? ვ) როგორ ფიქრობთ რა არის ადამიანის დანიშნულება ამ წუთისოფელში?
10)  მცირე ზომის ესეს დაწერა:,,იგრძენი თუ არა თავი მოცემული ტექსტის ნაწილად? რატომ?
11)  ნაწერების პრეზენტაცია




2წთ.

2 წთ.


3წთ.

3 წთ.
10 წთ.





15 წთ.
7 წთ.

3 წთ.



8წთ.
.




5წთ.

4წთ.
საშინაო დავალება
ესეს დაწერა თემაზე : წერილი მომავალში- რა არის ადამიანის დანიშნულება და მოვალეობა?
1 წთ
შეფასება
განმავითარებელი შეფასება.
2 წთ.

No comments:

Post a Comment