გაკვეთილის გეგმა
ქართული ენა და ლიტერატურა, მე-6 კლასი, 06. 04. 2017 წ.
მასწავლებელი: ია შავიშვილი
თემა
|
რ. ინანიშვილი „ბებო“
| |
მიზანი
|
მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრებისა და ტექსტთან მუშაობის უნარ-ჩვევების განმტკიცება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება
| |
შედეგი
|
მოასწავლეებს გაუღვივდებათ მოხუცების მიმართ სიყვარულის, პატივისცემის, დაფასების, დახმარებუს უნარი.
გაიაზრებენ მოხუცი ადამიანების პრობლემებს.
დაეუფლებიან ლექსიკურ ერთეულებსა და ფრაზეოლოგიზმებს.
დაახასიათებენ მთავარ პერსონაჟს, გაანალიზებენ მის მდგომარეობასა და „ქალაქელების“ საქციელს.
გააკეთებენ პარალელებს თემატურად მზგავს ნაწარმოებეთან.
გამოიტანენ დასკვნებს ნაწარმოების მთავარი თემისა და მნიშვნელოვანი ღირებულებების შესახებ.
| |
მეთოდი
|
ვარაუდების რუკა, სალექსიკონო მუშაობა, „ურთიერთსწავლება“, პერსონაჟის რუკა, „დაამყარე კავშირი“.
| |
რესურსი
|
GPRIEDის საკითხავი ტექსტი ინდივიდუალურად ყველა მოსწავლისათვის, გრაფიკული ორგანიზატორები და ვიზუალური სქემები, ფერადი საწები ქახალდები, თვალსაჩინოებები, მარკერები და დიდი ზომის ქაღალდები, რვეული, კალამი, მაგნიტური დაფა, ცარცი.
| |
მსვლელობა
|
ფაზა: „წაკითხვამდე“
1) აქტივობა- თემატური სურათის ჩვენება და დისკუსია (დააკვირდით სურათს და მითხარით რას ხედავთ აქ?, რაზე ფიქრობს ეს ბებო?, ამ სურათიდან გამომდინრე ბედნიერია თუ არა?,თქვენი აზრით, როგორი ცხოვრება ჰქონდა?, მკაცრია თუ არა? შვილიშვილებს ეყვარებოდათ?, მათგან აკლია თუ არა ყურადგება?)
2) ციტატა მოთხრობიდან „ჰოდა ფიქრობდა ბებო...“ (დაასრულონ ფრაზა მოთხრობის წაკითხვის შემდეგ)
3) აქტივობა -ნაწარმოების სათაურის გაცნობა და ვარაუდების რუკის შევსება (როგორ ფიქრობთ, რის შესახებ იქნება საუბარი ამ ტექსტში?)
4) აქტივობა -უცნობი სიტყვების ახსნა-განმარტება
ფაზა: „წაკითხვის დროს“
5) სამოდელი კითხვა- მასწავლებელი კითხულობს ტექსტს დასაწყისიდან-„მუხლებშიც ძალა აღარ ედგა“, შემდეგ სვამს კითხვას: გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდი? ვინ არის მოთხრობის მთავარი გმირი? რა პრობლემის წინაშე დგას მთავარი გმირი?
6) ,,ურთიერთსწავლების’’ მეთოდის ინსტრუქციის გაცნობა პოსტერის საშუალებით, ორ მონაკვეთად გაყოფილი ტექსტის და სამუშაო ბარათების დარიგება.
7) ჯგუფები ტექსტის თითოეულ ნაწილზე ცალკ-ცალკე მუშაობენ დროის სხვადასხვა მონაქვეთში და შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას მონაცვლეობით.
ფაზა: „წაკითხვის შემდეგ“
8) პერსონაჯის რუკის შევსება.
9) „დაამყარე კავშირი"- სქემის შევსება.
10) დაასრულეთ ფრაზა „ჰოდა ფიქრობდა ბებო...“
11) ნამუშევრების პრეზენტაცია
|
3 წთ.
1 წთ.
1წთ.
2 წთ.
7 წთ.
2 წთ.
21წთ.
5წთ.
5წთ.
2წთ.
|
საშინაო დავალება
|
აიღონ ინერვიუ მოხუცებთან და იმსჯელონ არსებულ პრობლემებზე.
|
1 წთ
|
შეფასება
|
ზეპირი განმავითარებელი შეფასებები.
|
No comments:
Post a Comment